საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1231
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017371
საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1231

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია