ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016164
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 23.10.2014, №47)

 

  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2014 წლის 18 ივლისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის N23 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი N1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

N

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო ( ლარებში )

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის პირველი მოადგილე

1300

3

გამგებლის მოადგილე

1300

4

სამსახურის უფროსი

1000

5

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

6

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი

560

7

გამგებლის წარმომადგენელი

1000

8

გამგებლის თანაშემწე

790

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 35 - ვებგვერდი, 07.08.2014წ.



კრებსითი — სრული ვერსია