„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
130
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-21
სარეგისტრაციო კოდი
010320030.22.038.016384
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №130

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07.07.2009 წ., № 84, მუხ. 897) დამტკიცებული წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს აპარატი

 

1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.

2. მინისტრის პირველი მოადგილე,  მოადგილეები და გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის  უფროსის მოადგილე და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი,  დაწესებულების მთავარი ექიმი და დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილე - იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ინსპექტორი, გამომძიებელი, განყოფილების უფროსი ექიმი და ლაბორატორიის უფროსი - იუსტიციის მაიორი.

6. მინისტრის მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი.

7. ექიმი – იუსტიციის კაპიტანი.

8. ფსიქოლოგი - იუსტიციის კაპიტანი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი

კრებსითი — სრული ვერსია