„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3403
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.05.001.002.342
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46) დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

„თავი IX1

დახმარება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გარდაცვალებისას ან დაინვალიდებისას

    მუხლი 771

1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომა­რის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსი­ლების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაც­ვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 3 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იგი იკრძა­ლება სახელმწიფოს ხარჯზე.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდო­მარეს ან მის მოადგილეს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოე­ბაში, ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 2 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომა­რის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსი­ლების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაც­ვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენ­საცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3403–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია