ფიზიკურ პირ ილია სეხნიაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1225
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017365
ფიზიკურ პირ ილია სეხნიაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1225

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ფიზიკურ პირ ილია სეხნიაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი ილია სეხნიაშვილი (პ/ნ 01024016549) გათავისუფლდეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფიზიკურ პირ ილია სეხნიაშვილს შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია