„გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის N909 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1220
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017361
„გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის N909 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1220

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №909 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №909 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. გიორგაძის, ი. შელიას და ა. დარახველიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი შელია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია