საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №103
1998 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. ლეკიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ნ. ლეკიშვილს, რომ ხელი მოაწეროს: „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მეორე სხდომის ოქმს“; „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებას“; „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“; „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტრანზიტის წესის შესახებ შეთანხმებას“.
ე. შევარდნაძე