,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1197
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017343
,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1197

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1139 განკარგულებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, მუნიციპალური შენობების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია