საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017376
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1183

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ ცვლილების შეტანის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის 2014 წლის 18-19 მარტის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ ცვლილების შეტანის მიზნით საქართ­ველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია