საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1182
2014 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკურ პირ მანუელა პანსესათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მანუელა პანსეს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე-3 პუნქტის და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში, როზენტჰალში, ანტონ-ვებერნის ქუჩა #6-ში მდებარე შენობა და თავისუფალი ნაკვეთი, საერთო ფართით - 485 კვ.მ (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს საკადასტრო წიგნი შუა პანკოვი, ფურცელი № 77 31; საქართველოს სახელმწიფო რეგისტრირებულია 137-ე მიწის 352-ე მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრედ) და ამ განკარგულების № 1 დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 254 000 (ორას ორმოცდათოთხმეტი ათასი) ევროდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირს, მანუელა პანსეს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირადობის მოწმობის ნომერი № L3GP050ZH).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში, მაგრამ არა უდარეს 7 (შვიდი) დღისა , შემდეგი წინაპირობების დადგომისას:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ ის წარმომადგენ ობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება ნოტარიუს ს;
ბ) საკუთრების უფლების გადა ცემის შესახებ წინასწარი ჩანაწერი ს რეგისტრ აცია განხორციელდებ ა საკადასტრო წიგნ ში ;
გ) ნოტარიუსს წარედგინება გერმანული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახელმწიფო ნებართვა და მოწმობა , რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების შესრულებისთვის .
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მანუელა პანსეს შორის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების თანდართული პროექტი (დანართი #2).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი