შპს „სტუდია მეტროს“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1177
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017372
შპს „სტუდია მეტროს“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1177

2014 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

შპს ,,სტუდია მეტროს “ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,კ “ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,სტუდია მეტროს “ მიერ ორი სარეკლამო რგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს ,,სტუდია მეტროსათვის “ სათანადო დახმარების გაწევა და 2 (ორი) დღის ვადით, 19 200 (ცხრამეტიათასორასი) ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოს შპს „სტუდია მეტრო“ ერთი ერთეული UH-1H (იროკეზი) ტიპის შვეულმფრენით.

  

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია