საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
1998 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. ოქროპირიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მოზარდი ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და საქართველოს ქალთა საბჭოში ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს სახალხო მხატვარი ნელი ოქროპირიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე