სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2022-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016155
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 25.10.2022, №4)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2014 წლის 15 ივლისი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების  კომისიის დებულება“ თანდართული სახით (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწათსარგებლობისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილება (სსმ 51,16/11/2010. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016006).
3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია



 

დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულება


ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
 
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის  შესახებ;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე; საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე  იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების შესახებ;

დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;

ზ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების  დადგენის შესახებ;

ი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების  დამტკიცების შესახებ.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის  თავმჯდომარის  თანამდებობაზე  არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  28-ე  მუხლის  და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიდების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული დებულების   26-ე,  110-ე  და  111-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ე) წარუდგენს წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს  კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის  ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;

ვ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ზ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ)  ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს,  რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ი) ახორციელებს  საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და კომისიის  დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის  თავმჯდომარის  არყოფნის,  აგრეთვე  კომისიის  თავმჯდომარის  გადადგომის,  გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი  წევრი ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში  კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №77 ვებგვერდი, 25.12.2017წ.


მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.



კრებსითი — სრული ვერსია