სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2022-10-25
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.108.016154
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 25.10.2022, №2)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2014 წლის 15 ივლისი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუკეტო კომისიის დებულება“ თანდართული სახით (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №48 დადგენილება (სსმ 51,16/11/2010. სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.108.016002).
3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია



დანართი №1
 

სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის დებულება


ეს   დებულება,   საქართველოს   ორგანული   კანონის   „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“   და საკრებულოს  რეგლამენტის  შესაბამისად,  განსაზღვრავს  სენაკის  მუნიციპალიტეტის   საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
 
1. კომისია:

ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს ანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;

გ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;

ე) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

ვ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) განიხილავს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წარმოდგენილ ნორმატიული აქტის პროექტებს;

თ) განიხილავს წინადადებებს ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდის განკარგვის, ასევე, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების საფუძველზე ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შეტანის წესის დადგენის თაობაზე;

ი) განიხილავს წინადადებებს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების წესის დადგენის თაობაზე;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერიის მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ;

ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;

პ) სწავლობს პეტიციას და წარუდგენს საკრებულოს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;

ჟ) განიხილავს და წარუდგენს საკრებულოს ინფორმაციას დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიშისა და დასკვნის შესახებ;

რ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის  თავმჯდომარის  თანამდებობაზე  არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  28-ე  მუხლის  და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიდების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული დებულების   26-ე,  110-ე  და  111-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ე) წარუდგენს წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;

ვ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ზ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 16.11.2017წ.



კრებსითი — სრული ვერსია