,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
247
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.381
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ფონდი – ათას­წლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ლევან დუჩიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ისაკაძე – ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი

ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ამოქმედების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია