საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3389
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.002.329
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციული საპრო�ცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 35-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. 2007 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპე�ლაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალა�ტის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქ�მეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამო�ცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ�თლებრივი აქტის თაობაზე;

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;

დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავში�რებულ დავაზე;

ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირე�ბულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;

ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;

ზ) კერძო საჩივარზე.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნების�თანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3389�Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია