|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ა.ა. ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეიქმნას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ქალაქ დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - ქალაქ დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ მირზაანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ მირზაანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ოზაანის და სოფელ თავწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ოზაანის და სოფელ თავწყაროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ხორნაბუჯის და ჭოეთის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ხორნაბუჯის და ჭოეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. სოფელ საბათლოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ საბათლოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|