„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3387
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.002.327
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 885 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 885. საქმეების ერთპიროვნულად განხილვა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლო 2007 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილია ერთპიროვნულად განიხილოს ის საქმეები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3387–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია