დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2017-10-27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.156.016166
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 27.10.2017, №25)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №48

2014 წლის 14 ივლისი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს `დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილება.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილება (სსმ, 30, 27/09/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.156.016004);
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი



დანართი №1

დმანისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება


ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად, განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურას, ადმინისტრაციულ ერთეულებს, გამგეობის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. გამგეობა
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. გამგეობა  შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.


მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. გამგეობა  საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგეობის  თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 4. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი დმანისი წმინდა ნინოს ქ. №41.

თავი II
გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები
1. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

 ა) გამგებელი;

 ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

 გ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები);

 დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.


მუხლი 6. მუნიციპალიტეტის გამგებელი
1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.  გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც.

3. გამგებელი:

ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს , აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს .

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) ამტკიცებს შესყიდვების გეგმას , არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს წარუდგენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს , ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას :  კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ . ამ დებულების შესაბამისად , კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ , მეწარმე იურიდიული პირის წილის / აქციების შეძენის შესახებ .

დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) უზრუნველყოფს  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას,  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი) ახორციელებს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

5. გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 7. გამგებლის პირველი მოადგილე
გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

მუხლი 8. გამგებლის მოადგილე(მოადგილეები)
1. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგებლის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.


მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.


თავი III
გამგეობის სტრუქტურა

მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული აგებულება
1. გამგეობა  შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები - გამგეობის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. გამგეობის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს განყოფილებებად.


მუხლი 11. გამგეობის სამსახურები
1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

თ) (ამოღებულია - 27.01.15 №3).

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 07.11.2014 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.15 წ.


მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, შესყიდვების, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

7. (ამოღებულია - 27.01.15 №3).

8. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

9. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.15 წ.


თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.


მუხლი 14. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები
1. მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალტეტი იყოფა  ადმინისტრაციული ერთეულებად .

 2. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქ. დმანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. დმანისი);

ბ) ამამლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ამამლო, ანგრევანი, ბაზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი);

გ) განთიადის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: განთიადი, ჯავახი, ტნუსი);

„დ)  გომარეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: გომარეთი, მამულო, კაკლიანი (ქართული), ქცია);“.

ე) გუგუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი);

ვ) დიდი დმანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: დიდი დმანისი, ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი);

ზ) დმანისის თემის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: იაღუფლო, შინდლარი, პანტიანი);

თ) ირგანჩაის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ირგანჩაი);

ი) იფნარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: იფნარი, დაგარახლო, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა);

კ) კამარლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კამარლო, შახმარლო, ქარიანი);

ლ) კარაბულახის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ზემო კარაბულახი, ახა, ქვემო კარაბულახი, ძველი გოდაგდაგი, ახალი გოდაგდაგი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, სოგუთლო, უსეინქენდი);

მ) კიზილქილისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კიზილქილისა, კაკლიანი (აზერბაიჯანული);

ნ) მაშავერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: მაშავერა, უკანგორა);

ო) ოროზმანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ვაკე, მთისძირი);

პ) საკირეს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: საკირე, გორა);

ჟ) სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: სარკინეთი, ველისპირი, განახლება).

3. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილებები  განისაზღვრება ამ დებულებით.


მუხლი 15. გამგებლის წარმომადგენელი
1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი დმანისის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებემოსილების განხორციელების დროს შედგენილი, გამოცემული ან/და უკვე არსებული აქტების დასამოწმებლად. იგი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის ბრძანების საფუძველზე ასრულებს უფლებამოსილი  საჯარო მოხელე.

5. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

თ) ხელს უწყობს შესაბამის სამსახურს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში;

ი) გასცემს რეკომენდაციას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის  ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან;

კ) აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ;

ლ) აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ.

6. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურება:

ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და  შეინახოს გაცემული ცნობების ასლები;

გ) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შეიძლება გაცემულ იქნეს, მაგალითად: კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების ფაქტის დადასტურებასთან  დაკავშირებით.

7. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილ პირად განისაზღვროს გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით  ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ა) გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დაბადებულ პირებზე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას;

ბ) თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის  გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის  არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების  თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

8. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს:

ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

9. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ.

10. გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 02.10.2014 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 19.07.2016 წ.


მუხლი 151. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებები
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:
 ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;
 ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;
 გ) ახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.
 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.


მუხლი 16. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.

2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.


მუხლი 17. გამგეობის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. გამგეობის  მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. გამგეობის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. გამგეობის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.


მუხლი 18. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

4. გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო  მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.

5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამგებლის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.


თავი V
გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა

მუხლი 19. გამგეობაში ვაკანსიის გახსნა
1. გამგეობის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;

გ) თუ თანამდებობაზე, რომელიც უნდა შეივსოს კონკურსის საფუძველზე, პირი დანიშნულია კონკურსის გარეშე.

2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.

3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) გამგებლის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში - გამგებლის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ გამგებლის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია - გამგეობის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს;

ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ) სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში - სამსახურის უფროსის წარდგინებით და ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.


მუხლი 20. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
1. გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-20 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. გადაწყვეტილებას გამგეობის  ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა გამგეობის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, ვაკანსიის გახსნიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს გამგებელი.

4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები.


მუხლი 21. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე:

ა) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

ბ) სამსახურებრივი გადაყვანისას;

გ) არაუმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად.


მუხლი 22. გამგეობის მოხელეთა ატესტაცია
1. გამგეობის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

   2. ატესტაციას ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის" შესაბამისად.


მუხლი 23. სამსახურებრივი დაწინაურება
1. გამგეობაში გახსნილი ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი არ ცხადდება, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წამოყენებულია დასაწინაურებელი მოხელე.

2. გამგეობის მოხელე საკუთარი წერილობითი თანხმობით დაწინაურდება გამგეობაში გახსნილ ვაკანსიაზე, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია და ატესტაციის შედეგების თანახმად, აკმაყოფილებს უფრო მაღალი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დაკავებულ თანამდებობაზე მისი საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას.

3. მოხელე არ შეიძლება დაწინაურდეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე თუ დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს ზემდგომი ხელმძღვანელისაგან უარყოფითი შეფასება.

4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე დაინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგებით ან დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება.


მუხლი 24. სამსახურებრივი გადაყვანა
1. სამსახურებრივ გადაყვანად მიიჩნევა მოხელის დანიშვნა იმავე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე.

2. გამგეობაში  გახნილი ვაკანსია გამგებლის გადაწყვეტილებით შეიძლება შევსებულ იქნეს სამსახურებრივი გადაყვანის შედეგად, თუ არ არსებობს ამ ვაკანსიის თანამდებობრივი დაწინაურებით დაკავების საფუძველი.

3. უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა (სამსახურებრივი დაქვეითება) დაიშვება გამგებლის გადაწყვეტილებით, თუ:

ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნით მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას რეგულარულად იმსახურებს დაბალ შეფასებას.


მუხლი 25.  სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა გამგეობის თანამდებობის პირების, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 88-92-ე და 95-107-ე მუხლებით.

თავი VI
გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 26. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.


მუხლი 27. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა) გამგეობის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) გამგეობის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;

გ) გამგებლის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;

დ) გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება;

ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.


მუხლი 28. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამგეობის  ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე, არა უმეტეს ერთი თვით.

2. გამგეობის/მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობისა  და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე გამგებლის დავალებებით.


მუხლი 29. გამგეობის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით".

2. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის" მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური.


მუხლი 30. გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. გამგეობის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით".

2. გამგეობის საქმისწარმოებაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის" მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.


მუხლი 31. გამგეობის შინაგანაწესი
1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;

თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2.გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.

3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგებელი.

4. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 02.10.2014 წ.


მუხლი 32. გამგეობის, მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს გამგეობის და გამგეობის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. გამგეობის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურების დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.

3. გამგეობის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.

4. გამგეობის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას და გამგებლის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს  სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.

5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ გამგებლის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.

6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს გამგებელი.


მუხლი 33. მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით.

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი.


მუხლი 34. ანგარიშგება
1. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.

2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის" მოთხოვნათა შესაბამისად.

3. გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და გამგებლის წარმომადგენლების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) გამგეობის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;

ბ) სამსახურის ანგარიში გამგებელს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან გამგებლის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;

დ) გამგეობის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).

6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით".


მუხლი 341. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები ვალდებული არიან , ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ - ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების , მოქალაქეებთან შეხვედრების , მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში , მათ შორის , კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში , მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის .

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება , ამ დებულების , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით , შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით .

3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები .

4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია :

ა ) დასახლების საერთო კრება ;

ბ ) პეტიცია ;

გ ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ;

დ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა ;

ე ) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა .

5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია , ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ დებულების განსაზღვრული ფორმების გარდა , შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები , რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 35. საქმიანობის შეფასება
1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანება მოხელის პირად საქმეში. ყოველწლიური შეფასების ფურცელი წარმოადგენს ატესტაციაზე მოხელის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს.

2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

3. გამგეობის სამსახურის საქმიანობას აფასებს გამგებელი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

4. გამგეობის საქმიანობას აფასებს საკრებულო. გამგეობის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს გამგებელი. გამგეობის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.


მუხლი 36. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში
1. გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა.

2. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული  მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი". მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:

ა) გამგეობის სამართლებრივი აქტები;

ბ) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ტერიტორიული ორგანოს მისამართი);

დ) გამგეობის  და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის პასურისმგებელი თანამდებობის პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

ზ) გამგეობაში გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) გამგეობაში დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ი) გამგეობის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

ლ) გამგეობაში  შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ) გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ინფორმაცია გამგეობის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;

ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით);

პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია.


მუხლი 361. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია , ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში , მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით , განახორციელოს ღონისძიებები თავიანთი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში , მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის .

2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების , აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობასთან , მათ შორის , კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობასთან , და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ დებულებით , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და მათ საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით .

3. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია , საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები , მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია . აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად , გამოაქვეყნონ ან /და საჯაროდ გამოაცხადონ :

ა ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს , მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს , აგრეთვე მთავრობის სხდომების ოქმები , შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში ;

ბ ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები , შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში ;

გ ) დასახლების საერთო კრების ოქმები , გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში ;

დ ) ამ დებულების შესაბამისად , ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ ;

ე ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში , მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში ;

ვ ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი ;

ზ ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ;

თ ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა , მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ;

ი ) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულების გათვალისწინებული ანგარიშები , შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ;

კ ) პეტიცია , მისი საკრებულოშო რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში ;

ლ ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა , მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში .

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან / და საჯაროდ ცხადდება „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 56- ე და 57- ე მუხლების შესაბამისად ან / და ქვეყნდება პროაქტიულად .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 362. დასახლების საერთო კრება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება ) არის სოფლის /დაბის /ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა , რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ,

გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას .

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი “/„დაბა “/„ქალაქი “), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება “).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი . საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს .

4. ეს დებულება განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს , მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის , რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება .

5. იმ დასახლებისთვის , რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება , შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა . საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 855 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად .

6. იმ დასახლებაში , რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია , საერთო კრების უფლებამოსილებები , მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის  დადგენილებით , აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და კანონის გათვალისწინებით , განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი , სახელწოდებები და საქმიანობის წესი .

7. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული . საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს .

8. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას , უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას , აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს .

9. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით . საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება , თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს . საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ .

10. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 363. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია :

ა ) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები ;

ბ ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები ;

გ ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები ;

დ ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში , კერძოდ , დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში , საქველმოქმედო საქმიანობაში , დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას , რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას , და საჭიროების შემთხვევაში , დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ;

ე ) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ ;

ვ ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები ;

ზ ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები ;

თ ) განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი ;

ი ) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს ;

კ ) განახორციელოს კანონით , ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .

2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება , შენიშვნა , დავალება საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით .

3. საერთო კრების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის წარედგინებათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 855 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული წესით . მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან , განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი ამ დებულებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს .

 

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან , უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ და „ ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 364. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ :

ა ) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%- ს ;

ბ ) მუნიციპალიტეტის გამგებელს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით ;

გ ) საერთო კრების რჩეულს .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი . საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელსს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე . განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი , გვარი , მისამართი , საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ( არსებობის შემთხვევაში ). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი . საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს .

3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა . საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში .

4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი საჯაროდ ქვეყნდება .

5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია , თუ დარღვეულია ამ დებულების მოთხოვნები ან / და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა - გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან / და საერთო კრების უფლებამოსილებას .

6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს , რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად .

7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან . სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი , გვარი , დაბადების თარიღი ( დღე , თვე , წელი ), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი , რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა . სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი .

8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ . განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი , დრო და ადგილი ( შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში ). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული , შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%- ის ხელმოწერები .

9. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვროს ამ მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე -15 დღე .

10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში . რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში . რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია , თუ დარღვეულია ამ დებულების მოთხოვნები . რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად .

11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში .

12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება . აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის , დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე -8– მე -11 პუნქტებით განსაზღვრული წესით , გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა .

13. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე -4, მე -9 და მე -11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით . მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო . მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება არ აქვს , საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი .

14. იმ დასახლებაში , სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული , მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2- ჯერ .

15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას , მათ შორის , ამ მუხლის მე -11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას , უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი , აგრეთვე საერთო კრების რჩეული ( არსებობის შემთხვევაში ).

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 365. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%- ისა . საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს / უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან / და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელე ან / და საერთო კრების წევრები . რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი , გვარი , დაბადების თარიღი ( დღე , თვე , წელი ), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი , რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა .

2. საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი , რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული , ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე . საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე . იმ დასახლებაში , სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული , საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული .

3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი . საერთო კრების ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი , ხოლო ამ დებულების 364 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე . იმ დასახლებაში , სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული , საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი .

4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით . კენჭისყრა , როგორც წესი , ხელის აწევით იმართება . კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული პირი . საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა . საერთო კრების ეტაპობრივად , დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა , თუ ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული .

5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი . საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი , ოქმის ნომერი , საერთო კრების მიერ განხილული ნსაკითხი და მიღებული გადაწყვეტილება , საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და , საჭიროების შემთხვევაში , სხვა ინფორმაცია . საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით განსაზღვრული პირები . საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში .

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს საერთო კრების ტიპურ დებულებას . საერთო კრების ტიპური დებულებით ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები , საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის , საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების , მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა , საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები , საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურა . ამ დებულებისა   და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად საერთო კრების ტიპური დებულებით შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 366. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები . ამ დებულების   შესაბამისად , სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით .

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3- ზე ნაკლები არ უნდა იყოს . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის , თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა .

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი , მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები , მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები , აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტები , ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები . გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით , რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი .

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს

სხდომის ოქმით . სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 367. მუნიციპალიტეტის გამგებლის   მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებული , წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1 ნოემბრისა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ , ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს .

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს , შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო ანგარიშების განხილვას .

 

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისრეაციული სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება .

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


მუხლი 368. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირი
1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება , არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი ან გახდეს სააქციო საზოგადოების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების , არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის პარტნიორი / აქციონერი / წევრი . კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელია / პარტნიორია / აქციონერია / წევრია მუნიციპალიტეტი .

2. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ , ერთობლივი საქმიანობის მიზნით , ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად , ერთობლივად დააფუძნონ სააქციო საზოგადოება , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება , არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი ან გახდნენ სხვა პირების , მათ შორის , მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების , მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები / აქციონერები / დამფუძნებლები და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის წევრები .

3. ამ მუხლის მე -7– მე -13 და მე -15 პუნქტები ვრცელდება მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების მხოლოდ იმ საწარმოზე , სადაც მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%- ს აღემატება , აგრეთვე მხოლოდ მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირზე და არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირზე , რომლის წევრია / წევრები არიან მხოლოდ მუნიციპალიტეტი / მუნიციპალიტეტები , გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე -20 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირისა . მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების სხვა საწარმოს და სხვა არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებით ( დებულებით ). ეს მუხლი არ ვრცელდება “ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ მე -20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებულ არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირზე . აღნიშნული იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მისი წესდებით ( დებულებით ).

4. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ , სააქციო საზოგადოების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის / აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო . მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობას გასცემს ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე , რაც არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების მოწონებას .

5. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების საწარმოს პარტნიორის / აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს / ახორციელებენ მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო / ორგანოები . მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო , როგორც პარტნიორი / აქციონერი , უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ , მათ შორის , წილის , აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ , მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში / საკუთრებაში გადაცემის შესახებ , დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება ( დებულება ), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პარტნიორის / აქციონერის სხვა უფლებამოსილებები . მუნიციპალიტეტის იმ საწარმოში , სადაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%- ს არ აღემატება , ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს , როგორც პარტნიორი / აქციონერი . ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საწარმოს წესდების ( დებულების ) შესაბამისად .

6. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის დამფუძნებლის / წევრის უფლებამოსილებებს ახორციელებს / ახორციელებენ მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო / ორგანოები . მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო , როგორც დამფუძნებელი / წევრი , უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში / საკუთრებაში გადაცემის შესახებ , უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ , დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება ( დებულება ), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები . მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირში , რომლის ერთ - ერთი დამფუძნებელი / წევრი შესაბამისი მუნიციპალიტეტია , ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს , როგორც დამფუძნებელი / წევრი . ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების ( დებულების ) შესაბამისად .

7. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება , გარდა ქონების ამ მუხლის მე -11 პუნქტის შესაბამისად გასხვისებისა , ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 104- ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით და 118- ე მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეძენილი / მიღებული ქონებისა , ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით .

8. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით . ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ , პირობით ან უპირობოდ .

9. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების აუქციონის გარეშე , სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით , გარდა ამ მუხლის მე -11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

10. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის , ქონების საწყისი საფასურის , ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს , მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების , ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის უფლებით გადაცემის , ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის , ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების გათვალისწინებით , მუნიციპალიტეტის გამგებლისის წარდგინებით , დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო .

11. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება აუქციონის გარეშე , სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს , სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს , სხვა მუნიციპალიტეტს , საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ( გარდა პოლიტიკური პარტიისა ), მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირს , საწარმოს , რომლის წილის ან აქციათა 50%- ზე მეტს ფლობს / ფლობენ მუნიციპალიტეტი / მუნიციპალიტეტები , ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს . მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება აუქციონის გარეშე , საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს / მუნიციპალიტეტებს . მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების ამ პუნქტის შესაბამისად სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დებულების და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების ( დებულების ) შესაბამისად , როგორც იურიდიული პირის დამფუძნებელი / პარტნიორი / აქციონერი / წევრი , იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო .

12. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დებულებისა და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების ( დებულების ) შესაბამისად , როგორც იურიდიული პირის დამფუძნებელი / პარტნიორი / აქციონერი / წევრი , იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო . მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ქონების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36- ე მუხლის მოთხოვნა , გარდა ამ დებულების მე -11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

13. მუნიციპალიტეტის / მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის / გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი იურიდიული პირის წესდების ( დებულების ) შესაბამისად , როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი / პარტნიორი / აქციონერი / წევრი , იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო .

14. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით , ამ დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები , რომლებიც საჭიროებს ნორმატიული აქტით მოწესრიგებას .

15. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი .

16. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან , დაფინანსებასთან , კონტროლთან , ხელმძღვანელთა დანიშვნასთან დაკავშირებული სხვა საკითხები , მათ შორის , დამფუძნებლების / პარტნიორების / აქციონერების / წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი , რომელიც არ წესრიგდება ამ დებულებით , რეგულირდება დამფუძნებლების / პარტნიორების / აქციონერების / წევრების შეთანხმებით ( წესდებით ( დებულებით )). 

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 19.10 .2015წ.


თავი VII
გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 37. გამგეობის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ბრძანება;

დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

3. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

7. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.


მუხლი 38. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.


თავი VIII
გამგეობის რეორგანიზაციის წესი

მუხლი 39. გამგეობის რეორგანიზაცია
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;

ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;

ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;

ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;

ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.


მუხლი 40. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია
1. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს.

2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;

ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;

გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.


თავი IX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება
ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს საკრებულოს შემდეგი დადგენილებები:

ა) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია;

დ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულება;

ე) საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების წესი;

ვ) დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ.


მუხლი 42. გამგეობის რეორგანიზაცია
1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღემდე ჩატარდეს გამგეობის რეორგანიზაცია.

2. გამგებელმა შეიმუშავოს და 2014 წლის 1 სექტემბრამდე საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოადგინოს გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა.

3. გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელონ რეორგანიზაციის რეჟიმში.


მუხლი 43. (ამოღებულია)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 07.11.2014 წ.


კრებსითი — სრული ვერსია