|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №5 დადგენილება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შესახებ.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური |
1.
მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან - განყოფილებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: |
ა)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. |
4.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; |
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
5.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი. |
6.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
7.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
8.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; |
გ)
მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; |
დ)
მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; |
ე)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება |
სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა; |
ბ)
პროექტების შედგენა; |
გ)
ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა; |
დ)
საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა; |
ე)
ახალგაზრდების დასვენება პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში; |
ვ)
სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; |
ზ)
მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა; |