|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონოს 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №4 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური |
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. |
2.
სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტემპი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური’’, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე და საიდენტიფიკაციო აღნიშვნით. |
3.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. |
4.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; |
ბ)
მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; |
გ)
მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; |
დ)
საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; |
ე)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; |
ვ)
წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; |
ზ)
დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; |
თ)
საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; |
ი)
ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; |
კ)
ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ლ)
ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
მ)
მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
ნ)
მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; |
ო)
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; |
პ)
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; |
ჟ)
მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას; |
რ)
შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
ს)
მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას; |
ტ)
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას; |
უ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება 3 განყოფილებისაგან:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილება; ბ) საბუღალტრო განყოფილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.09.2014წ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 04.03.2015წ. |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: |
ა)
წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; |
ე)
გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; |
მუხლი 5.
განყოფილების უფროსი |
1.
განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
განყოფილების უფროსი: |
ა)
წარმართავს განყოფილების საქმიანობას; |
ბ)
უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორცილებას; |
გ)
ანაწილებს დავალებებს განყოფლების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; |
დ)
იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; |
ე)
ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმების და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; |
ვ)
უზრუნველყოფს დაადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; |
ზ)
სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; |
თ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 6.
საფინანსო-საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილება |
საფინანსო-საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; დ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; ვ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახადების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ზ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ი) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; კ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.09.2014წ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 04.03.2015წ. |
მუხლი 7.
საბუღალტრო განყოფილება |
საბუღალტრო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; |
ბ)
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; |
გ)
მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს საბანკო დაწესებულებებთან; |
დ)
მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; |
ე)
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; |
მუხლი 8.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება |
სახელმწიფო შესყიდვების განყოფლება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; |
ბ)
ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; |
გ)
შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შემუშავებას და სხვა დოკუმენტების წარმოებას; |
დ)
მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; |
ე)
მუნიციპალური შესყიდვების ანგარიშის მომზადებას; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; |