|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.,
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
|
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს. |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
საკრებულოს აპარატის სტატუსი |
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ, მუდმივ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. |
მუხლი 2.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 3.
აპარატის ძირითადი ფუნქციები |
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში; დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. |
თავი II
აპარატის სტრუქტურა |
მუხლი 4.
აპარატის სტრუქტურა, სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1. აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.
2. აპარატი შედგება აპარატის უფროსის, იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების, საორგანიზაციო განყოფილებისა და აპარატის მოსამსახურეებისაგან.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება № 46 - ვებგვერდი, 26 . 11 .2014წ. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. |
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა |
მუხლი 5.
აპარატის უფროსი |
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება № 46 - ვებგვერდი, 26 . 11 .2014წ. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. |
თავი III1
აპარატის სტრუქტურულ ერთეულის ფუნქციები
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება № 46 - ვებგვერდი, 26 . 11 .2014წ. |
მუხლი 51.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილება.
|
განყოფილება თავის კომპეტენციის ფარგლებში: ა) კორდინაციას უწევს საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას; ბ) შებამისი დავალებების შემთხვევაში ახორციელებს საკრებულოს ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს; გ) შეისწავლის საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამის წინადადებებს რეაგირებისთვის წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს; ე) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა სა სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; ზ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით რედისტრაციაში ატარებს და აქვეყნებს საკრებულოსს ინდივიდუალურ და ნორმატიული სამართლებრივ აქტებს და სხვა დოკუმენტაციას; თ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს; ი) ახორციელებს თვითმმათველობის ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას; კ) აკონტროლებს სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება № 46 - ვებგვერდი, 26 . 11 .2014წ. |
მუხლი 52.
საორგანიზაციო განყოფილება |
განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმის საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; კ) ადამიანური რესურსების მართვის კუთხით აწარმოებს საკადრო აღრიცხვას, პირად საქმეებს, ჩანაწერს შრომის წიგნაკში, ანგარიშებს და სტატისტიკურ მონაცემებს; ამზადებს საკადრო საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, შეიმუშავებს წინადადებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. |
თავი IV
აპარატის საჯარო მოსამსახურეები |
მუხლი 6.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი |
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. |
მუხლი 7.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი |
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. |
თავი V
აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. |
მუხლი 8.
სტრუქტურული ერთეული ხემძღვანელი |
1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; დ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.02.2015წ. |