თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში "ქალაქი რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-14
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.160.016210
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში "ქალაქი რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები" ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №227

2014 წლის 11 ივლისი

ქ. რუსთავი

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში "ქალაქი რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები" ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში "ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესები"  (ვებგვერდი,  27/06/2014, 330090020.35.160.016209 ) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: "ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშინიანების რეგულირების წესების დამტკიცები შესახებ";

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში ქალაქ რუსთვის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეკახა ბარათაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია