„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3385
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.002.325
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ვიზების გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3385-Iს

კრებსითი — სრული ვერსია