მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-53/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2022-04-08
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016280
მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-53/ნ

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, 112 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


1. დამტკიცდეს:
ა) მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი (დანართი №1);
ბ) ფორმა №3  რეცეპტის  ბლანკის ფორმა  (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის (ფორმა №3) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011  წლის 11  მარტის  №01-9/ნ  ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდიმიტრი მახათაძე

კრებსითი — სრული ვერსია