|
,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები‘‘. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 30 აგვისტოს №976 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი
1. უმაღლესი სამედიცინო განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 2. სამუშაო გამოცდილება: ა) მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. 3. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“; ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება; თ) „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება; ი) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება; კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება. 4. სხვა მოთხოვნები: ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.
მუხლი 2. ამოღებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ. მუხლი 3. ამოღებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.
მუხლი 4. ამოღებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.
მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში 1. უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით.2. სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება. 3. სასურველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 4. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; ვ) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება; ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება; თ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება; ი) „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება; კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება; ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება. 5. სხვა მოთხოვნები: ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 05.04.2018წ. |