"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-11
სარეგისტრაციო კოდი
470230000.35.165.016126
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2014 წლის 9 ივლისი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი სახის ცლილება:

1. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7.უფასო  კვების  ობიექტები –  169514 (ას სამოცდაცხრა ათას ხუთას თოთხმეტი)  ლარი (დაფინანსება  მოხდება  საგარეჯოს  მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად)“.

2. დადგენილების №1 დანართის მე-6  მუხლს დაემატოს  მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის 100 ლარი (თვეში ერთხელ).

3. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი

№

პროგრამის დასახელება

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოციალური დახმარების მოცულობა

ერთ პირზე/ ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები

 

100

91688

2

 

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის,

ოპერაციისა და ლაბორატორიული ამოკვლევების დაფინანსება ღირებულების

50%-ით

 

500

186300

3

შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)

81

50

 

 

 

50

 

 

50

12150

4

უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის)

 

5

 

50

 

3000

5

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

 

 

300

3700

 

დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯები

ვ

300

1500

6

ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება

23

100

2300

ბ) სამამულო ომის ვეტერანთა

დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები

 

 

250

5700

7

აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სათნოების სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

169514

8

ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის

 ოფისი

 

 

10000

9

ას წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის საჩუქარი

6

150

900

10

დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

15

100

9000

 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი

კრებსითი — სრული ვერსია