„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში (სსმ, III, 31.03.2010, №33, მუხ.557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №385 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №385 დადგენილებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
|