„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3381
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.002.321
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

       მუხლი 1.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა:

ა) სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი;

ბ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი;

გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3381–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია