საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/53
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს № 1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მ უხლის მე-4 -მე -5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 88 მოსამართლით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს :
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 31 მოსამართლით ;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - 33 მოსამართლი ;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 24 მოსამართლით .“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი