საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1151
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა “ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა “ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი