საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1150
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „დარიალ ენერჯის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს, საქართველოს მთავრობას, სს „დარიალ ენერჯის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2011 წლის 19 მაისს დადებულ ხელშკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი