შპს-ის „გზა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1140
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017337
შპს-ის „გზა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1140

2014 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

შპს-ის „გზა “ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ გზა “ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დოლოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 110 000 ( ას ათი ათასი) მ3   ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2. შპს -მ  „ გზა “ უზრუნველყოს საქართველოს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „გზა “ ვალდებულია:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 19 131 (ცხრამეტი ათას ას ოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტშ ი წარადგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

4. შპს-ის „გზა “ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                        ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია