საქართველოს მთავრ ობის
განკარგულება № 1112
2014 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის , ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი