საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1132
2014 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებას (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი