საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1129
2014 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 1 46-ე კმ-ზე სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2014 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები, „ საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად , შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი