სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1127
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017321
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1127

2014 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 350000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი გარდაბანი, კაპანახჩი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №81.15.20.316, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია