საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1123
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან ორწლიანი - 2014/2015 თანამშრომლობის დოკუმენტის პროექტის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან ორწლიანი - 2014/2015 თანამშრომლობის დოკუმენტის პროექტი.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ხელმოწერა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი