საქართველოს მთავრ ობის
განკარგულება № 1121
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 6 მუხლისა და ,, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( გაუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის № 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 9 ივნისის № 5/20809) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორში, რუსთაველის ქ. № 39-ში მდებარე შენობა № 1-ის პირველ სართულზე არსებული 258.1 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 56.04.21.061) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი