,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
205-ს
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2014-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-03
სარეგისტრაციო კოდი
010190030.51.060.016006
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001):

1. რეგლამენტის 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 1541 მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;

ლ2) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს;“.

2.  რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1541მუხლი:

„მუხლი 1541

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.".

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეელგუჯა გვაზავა

 

 

27 ივნისი 2014 წ.

ქ. თბილისი

N205-ს

 

კრებსითი — სრული ვერსია