„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) 23-ე მუხლს 25-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 პუნქტები:
„251. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის ბენეფიციარები/ოჯახები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდი დაეწყოთ 2014 წლის 1 იანვრამდე, 2014 წლის 1 ივლისიდან მათთვის განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, მიუხედავად კატეგორიის/სტატუსის ცვლილებისა, ისარგებლებენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. ამ ვადის (ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდის) გასვლის შემდეგ, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, გახდებიან ამ დადგენილების დანართი №1.1-ის, №1.3-ის ან №1.4-ის მოსარგებლეები.
252. ამ მუხლის 251 პუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიეკუთვნებოდნენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს.“.
|