„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-02
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016816
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2014 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის:

ა) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების“ თავის მე-16 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების“ თავის 25-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე გრაფა:

 

26

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლა

სოფელი კასრისწყალი

დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია