„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3246
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-29
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.002.311
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

     მუხლი 1.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის რაიონის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის რაიონებისა და წყალტუბოს რაიონის ტერიტორიისა) – 5 000 000 ლარი;

დ.ბ) ქ. ბათუმში, დუშეთის რაიონის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის რაიონებში – 250 000 ლარი.“;

ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 9 ივნისი.

№3246–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია