საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1098
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
„რეგიონული განვითარების მესამე პროექტის“ შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „რეგიონული განვითარების მესამე პროექტის“დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აწარმოოს კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან „რეგიონული განვითარების მესამე პროექტის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი