„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82 ე კმ ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1081
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017276
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82 ე კმ ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1081

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82‑ე კმ‑ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82‑ე კმ‑ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2014 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82‑ე კმ‑ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება ორ ეტაპად:

ა.ა) პირველ ეტაპზე – საყრდენი კედლის პირველი იარუსის აღდგენისა და მიწის ვაკისის მდგრადობის შესანარჩუნებლად, გადაუდებელი სამუშაოები;

ა.ბ) მეორე ეტაპზე – საყრდენი კედლის მეორე იარუსის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოები;“.

 

პრემიერ‑მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია