სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1073
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017268
სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1073

2014 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის  საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს:

ა) კონკურსების წესით გამოვლენილი ლიტერატურული თარგმანების და მათი გამოცემის ხელშეწყობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონების და ეროვნული პროგრამების წარდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

გ) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და მის კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

დ) ქართველი მწერლების და ლიტერატურის მთარგმნელების საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, კონფერენციებში, ფორუმებში, სემინარებში, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ე) ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრები მთარგმნელებისთვის კონკურსების წესით საქართველოში სარეზიდენტო პროგრამების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ვ) გამომცემლებისათვის, ლიტერატურის მთარგმნელების და ლიტერატურული აგენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების უზრუნველყოფისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

 

 

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია