საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის თავის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1052
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017264
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის თავის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1052

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის თავის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცეს თანხმობა, რომ თავის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება – ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირ №84‑ში, სათავო ცენტრალური ოფისის სერვისცენტრში, I სართულზე მდებარე 10.93 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.14.13.004.002) 1 (ერთი) წლით, წლიური სარგებლობის საფასურით  – 2 400 ( ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, იჯარით გადასცეს სს „ლიბერთი ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 203828304), ამავე ბანკის ვაკის სერვისცენტრის განყოფილების განთავსების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია