საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1048
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017263
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1048

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსისტემაშიშემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №230866783) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზესტაფონში, საქარხნოს ქუჩაზე მდებარე 1214 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართობით – 534.12 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.10.35.083), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 2627 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №32.03.34.140) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული ფასთა სხვაობა – 5300 (ხუთი ათას სამასი) ლარი გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსისტემაშიშემავალმასსიპ – სახელმწიფოქონებისეროვნულმასააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                               ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია