„ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2014-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-01
სარეგისტრაციო კოდი
310010010.54.066.016072
„ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №102

2014 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 21/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016045) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:   

1.  ბრძანების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:   

„8. სსს-კ უფლებამოსილია დააწესოს ოთხი ტიპის შეზღუდვა დროის ფაქტორთან და მხედველობის სიმახვილესთან მიმართებაში: დროის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეზღუდვა (TML), ახლო, შორს და შუალედური მხედველობის სიმახვილესთან დაკავშირებული შეზღუდვები (VDL, VNL, VML)“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

კრებსითი — სრული ვერსია