„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახური შენობის გარეთ მომსახურებას (ადგილზე მომსახურებას) ახორციელებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე.“.
|